1.პროექტის სახელწოდება: ,,მოგზაურობა
საქართველოს წარსულში“
2.პროექტის მთავარი იდეა: პროექტის იდეა
არის მოსწავლეებს გაუღრმავდეთ ცოდნა საქართველოს წარსულის, მისი კულტურული მემკვიდრეობის
და ღირებულებების შესახებ.
3.პროექტის აქტუალობა: აქტუალობა გამომდინარეობს იქედან, რომ ხელოვნების სასწავლო
წიგნებში ნაკლებად არის წარმოდგენილი ქართული კულტურის შესახებ ინფორმაცია და ვიზუალური
მასალა.
4.პროექტის მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ გამოავლინონ ცოდნა ქართული ხელოვნების
შესახებ, მოიძიოს ინფორმაცია და გამოიყენოს, იმსჯელოს და გააკეთოს პრეზენტაციები. მოსწავლე
შეძლებს მიიღოს მონაწილეობა ჯგუფურ აქტივობაში, ისაუბრონ დამაჯერებლად, არგუმენტირებულად
აუდიტორიის წინაშე. მოსწავლე შეძლებს საჭირო ინფორმაციის მოძიებას, ტექსტში მოცემულ
სხვადასხვა ინფორმაციებს შორის მიზეზშედეგობრივი კავშირების დამყარებას.მასწავლებლის
დახმარებით შეადგენს სლაიდ შოუს, გამოიყენებს ტექნიკურ საშუალებებს. მოსწავლეები საკუთარი
ფანტაზიით შექმნიან ნახატებს. მოსწავლე შეძლებს დაწეროს მცირე ესე ამ კულტურის შესახებ.
5.მონაწილწთა ასაკი: 10 წლის
6.ვადები,ხანგრძლივობა:ერთი
კვირა
7.მოსალოდნელი შედეგები:(პროდუქტები
რაც შეიძლება შეიქმნას)
შექმნიან ნახატებს, დაწერენ ესეს, მასწავლებლის დახმარებით გააკეთებენ სლაიდ-შოუს.
8.პროექტისათვის საჭირო
რესურსები: დამატებითი
ლიტერატურა (მხოლოდ ფოტო მასალა),საკითხავი მასალა რომელსაც მასწავლებელი მიაწვდის
მოსწავლეებს, ფორმატის ფურცლები და სახატავი მასალა(გუაში), კომპიუტერი, მასწავლებლი
მიერ მიწოდებული სლაიდები რომლებსაც გამოიყენებენ
სლაიდ შოუს შექმნისას.
9.პროექტის მსვლელობა:(ძირითადი
აქტივობები). მოძიებული
ინფორმაციის თავმოყრა, ინფორმაციის დახარისხება, სლაიდშოუსათვის მასალის შეგროვება,თავისუფალი
გაკვეთილი უახლოეს ტაძართან (კულაშის ,,ჯვარცმის ტაძარი), აქვე ჩანახატების გაკეთება.
10.საგნებთან(საგნობრივ
ჯგუფებთან) ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ხელოვნება-ისტ
11.პროექტის ხელმძღვანელი: ქეთინო მეფარიშვილი
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: ketimeparishvili76@.gmail.com.
13.პროექტის ვებ-გვერდი,
ბლოგი:ketinomeparishvili.blogspot.com
Комментариев нет:
Отправить комментарий